Thursday, May 12, 2016

9.04.2016წ. 12.04.2016წ ჩათვლით დავიწყეთ პროექტზე მუშაობა.ეს იყო ინტელის საგანმანათლებლო კურსი.შევქმენი ჩემი საქაღალდე,პორთფოლიო.სხვადასხვა დავალებებით.მუშაობის პროცესში შემხვდა რამოდენიმე დაბრკოლება, როცა მეგონა რომ თავს ვერ გავართმევდი,მაგრამ ჩვენი ბრწყინვალე ტრენერის, ქალბატონი ნათიას დახმარებით მარტივად გადავლახე წამოჭრილი პრობლემები.შევისწავლე თუ როგორ შევქმნა სასწავლო გარემო პროექტზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას.როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გასაზრდელად.
მადლობა ნათია.ერთად გატარებული ნაყოფიერი, ხალისიანი დღეებისათვის.

Monday, May 9, 2016

მერვე დღეა შევიმუშავეთ დიფერენცირებაზე მორგებული აქტივობები,გავიხსენეთ ფასილიტატორის აქტივობები, როგორ გავხადოთ მოსწავლეები უფრო აქტიურები და თავდაჯერებულები მუშაობის პროცესში,დროული და მიზნობრივი უკუკავშირის დახმარებით.მადლობა ქალბატონო ნათია დაგღალეთ.

Sunday, May 8, 2016

მეშვიდე დღეს განვიხილეთ მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომი,გავეცანი სხვადასხვა აქტივობების შეფასებების რუბრიკებს,შევარჩიე ჩემთვის სასურველი ჩეკლისტები.დავამუშავე ჩემი პროექტის გეგმა ნაწილობრივ.ვიმუშავეთ განმავითარებელ შეფასებაზე.

Saturday, May 7, 2016

ვიმუშავეთ ნაყოფიერად.შევასწორე პროექტის გეგმა.პრეზენტაციის დიზაინზე.

Sunday, April 24, 2016

მეხუთე დღე

ვიმუშავეთ ნაყოფიერად.ვისწავლეთ ბიბლიოგრაფიის შექმნა,საავტორო უფლებების დაცვა და ა.შ.მადლობა ნათია.